logo_geo
eng_logo
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 6198 ადამიანს დაუდასტურდა
- +

27 აპრილი. 2020. 12:38

 

 

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 6198 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში გაკეთდა.

 

ამრიგად, რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 87 147-ს შეადგენს, გარდაიცვალა 794 ადამიანი. ბოლო 24 საათში დაიღუპა 50 პაციენტი.

 

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით რუსეთმა უკვე გაუსწრო ჩინეთს, სადაც COVID-19 84 341ადამიანს დაუდასტურდა.

 

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში გამოჯანმრთელდა 7 346 ინფიცირებული.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner