logo_geo
eng_logo
ლეკა მენაბდიშვილი: ამას სახელმწიფო ვერ დაარეგულირებს, საზოგადოების თვითშეგნებაზეა დამოკიდებული...
- +

17 ივნისი. 2016. 11:06


„ერთი სეზონის ხალხი ვართ. აჭარა გადაჭედილია ტურისტებით, ჯერ მხოლოდ ივნისია და სასტუმროს ვერ ნახავ თავისუფალს... საოცრად გაზრდილია ფასებიო... ანაკლიის არ იყოს, ერთ ხინკალს 5ლარი რომ დაადეს და ტუალეტი 2 ლარი ღირდა მგონი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურის თანამშრომელი ლეკა მენაბდიშვილი წერს და აქვე აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხს სახელმწიფო ვერ დაარეგულირებს და ეს მოქალაქეების თვითშეგნებაზეა დამოკიდებული.

 

„ამას სახელმწიფო ვერ დაარეგულირებს, ჩვენს, საზოგადოების თვითშეგნებაზეა დამოკიდებული...

 

მეორე და, შემდგომ წლებზე აღარ ვფიქრობთ? ახლა რომ გავაოთხმაგებთ ფასებს, იქითა წელს, თქვენ გგონიათ, ისევ იმდენივე ტურისტი ჩამოვა, რამდენიც ამ წელს? დამიჯერეთ, არა.

 

მაღაზიაში „ნაბეღლავი" ცივი 1.40 ღირს და თბილი 1.20... სირცხვილია რა..." -  წერს მენაბდიშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner