ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის მეორე სახელად „სტალინირის“ წოდების ბრძანებას ხელი მოაწერა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, „აღნიშნულ მეორე დასახელებას სამამულო ომთან დაკავშირებული ღონისძიებების დროს გამოიყენებენ“.
ამასთან, ბიბილოვმა მთელ რიგ ორგანიზაციებს დაავალა გაატარონ ღონისძიებები „ქალაქ სტალინირის ისტორიული სახელის პოპულარიზაციის მიზნით“.