თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა ბოკერიას შეხვედრას ეხმაურება.
„კი მაგრამ, იმისთვის აირჩია გიორგი მარგველაშვილი ქართველმა ხალხმა, რომ მის ზურგს უკან აწარმოოს მოლაპარაკებები და გარიგებები დადოს ბოკერიასთან?
არადა, კარგად მახსოვს, რა მაღალფარდოვანი სიტყვა თქვა 2012 წლის 1 ოქტომბერს „ბოროტების დამარცხების" გამო.
ამაზე დიდი ცინიზმი და უნამუსობა თუ გაუგია ვინმეს?
გასაგებია, რომ მარგველაშვილი თავისი ნებით არ აკეთებს ამას, მას მართავენ.
ამიტომ ის საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისათვის, ისევე, როგორც თინა ხიდაშელი.
ამოცანა მარტივია - ის ხელისუფლებას უნდა ჩამოვაცილოთ", - წერს მანჯავიძე „facebook"-გვერდზე.