ავტორი ნინო კვაჭანტირაძე
ცოტა ხნის წინ ჩემმა მეგობარმა თურქეთში მის პარტნიორთან დარეკა, წუხდა ქალბატონი მერიემი, "რა უნდა ვქნათ" საზღვარი ჯერ არ გაიხსნება, ქართველები ვერ ჩამოვლენ და ჩაი გვაქ მოსაკრეფიო...
მე კი მგონია, საზღვარიც რომც გაიხსნას ქართველებს სხვისი ჩაის საკრეფად აღარ უნდა ეცალოთ, ეს ფოტო დღეს ზურა შევარდნაძის "გარდენიასთანაა" გადაღებული, ასეთი რამ არასოდეს ყოფილა, უგრძეს რიგში იდგნენ ჩითილების მსურველები, საკუთარ მიწას და ეზო-კარს დაბრუნებულები... მინდა საკუთარი შრომის ფასი მალე ნახონ, საკუთარი მიწის მადლის ირწმუნონ და დაუყვედრებელი ლუკმაც თვითონ მოვიპოვოთ, მე მჯერა ამისი, სჯერა ზურასაც, რომელიც პატარა ფანჯრიდან ჩითილების გაცემას ვერ აუდიოდა და ამბობდა- ასე თუ გაგრძელდა ამ ქვეყანაში არ უნდა მოშივდეს ადამიანსო!
ღმერთოო, ხვავით და ბარაქით, მოსავლის გორებით გაავსე ჩემი ქვეყანა!!! ეს დასაწყისია!!!