logo_geo
eng_logo
სააკაშვილს ვიცე-პრემიერობის ნაცვლად, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა შესთავაზეს?
- +

27 აპრილი. 2020. 23:23

 

 

 

 

უკრაინის რადაში მიხეილ ზელენსკის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატი ირინა ვერეშჩუკი ვარაუდობს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე წარსადგენა უახლოეს ხანებში არ მოხდება. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ უკეთესი იქნება თუ სააკაშვილს პრეზიდენტის ოფისის ხეწლმძღვანელის მოადგილედ დანიშნავენ

 

ვფიქრობ, რომ რადაში სააკაშვილის კანდიდატურას უახლოეს ხანებში არ წარადგენენ, რადგან კენჭისყრისთვის საკმარისი ხმები არაა. ჩვენ ფრაქციის ჩატში ვაწყობთ წინასწარ კენჭისყრას და თუ ამ კენჭისყრაზე გასულ საკითხზე 70% განაცხადებს თანხმობას, ამას მთელი უმრავლესობაც იზიარებს, ფრაქციის შიგნით უმცირესობა ეთანხმება უმრავლესობას. მე ვფიქრობ, რომ 70 პროცენტიანი მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას არ აქვს. მე მაგალითად, თავს შევიკავებ“ – განაცხადა ვერეშჩუკმა „უკრაინა24“ -ის ეთერში.

 

დეპუტატი დარწმუნებულია,რომ ამ ეტაპზე სააკაშვილი გაცილებით ეფექტური პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქნება.

 

„სამკუთხედში – პრეზიდენტის ოფისი – მინისტრთა კაბინეტი – პარლამენტი გვაკლია ადამიანი, რომელიც იქნება პრეზიდენტის ოფისიდან რეფორმების დრაივერი“ – განაცხადა მან.

 

ვერეშჩუკმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, პრეზიდენტ ზელენსკის ფრაქციისთვის საჯაროდ არ მიუმართავს და არ შეუთავაზებია სააკაშვილის კანდიდატურა.

 

როგორც ჩანს, სააკაშვილი ირინა ვერეშჩუკის იდეამ არ აღაფრთოვანა. საქართველოს ექს-პრეზიდენტის თქმით, პრეზიდენტის ოფისში ვერანაირი მუშაობა ვერ შეცვლის მინისტრთა კაბინეტში მუშაობას.

 

ჩემი პატივისცემის მიუხედავად, მე, მიხეილ სააკაშვილს არ შემიძლია ვიყო პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე. მადლობა შეთავაზებისთვის, თუმცა ზელენსკის ჩემთვის ეს თანამდეობა არ შეუთავაზებია.მე თანამდებობებს არ ვითხოვ და ცხოვრებაში უსაქმოდ არ დავრჩები. უბრალოდ, არ მინდა მშვიდად ვუყურო როგორ შეიძლება დაზარალდეს უკრაინა მოახლოვებული ცუნამისგან“ – განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner