საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ძმობის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა.
შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე გამოცხადდა 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების გადმოცემით, ცეცხლი სამსართულიან კერძო საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, რის შემდეგაც ხანძარი გვერდით მდგარ სახლზეც გავრცელდა.
მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.