logo_geo
eng_logo
კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელის რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- +

17 ივნისი. 2016. 11:30


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, ორი პირი - ალექსანდრე მორბედაძე და დავით გიორგობიანი დააკავა.



საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მდებარე, კუსტარულად მოწყობილ საამქროში დაამზადეს დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი და შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე, ალკოჰოლზე ტურისტული სეზონით გამოწვეული გაზრდილი მოთხოვნის გამო, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, 5 000 ლარად განახორციელეს მისი რეალიზაცია სავაჭრო და საკვებ ობიექტებში.



საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგამოძიებო სამსახური მომავალშიც განახორციელებს მკაცრ კონტროლს მსგავსი ტიპის დანაშაულის მიმართ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner