logo_geo
eng_logo
ირინა გოგოსაშვილი: სააკა ზელენსკის დაჰპირებია 5,5 მილიარდს შემოვიტან უკრაინაში თუ ვიცე - პრემიერად დამნიშნავო!
- +

28 აპრილი. 2020. 14:54

 

 

ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

 

„ცხელი ამბები რადას კულუარებიდან:

 

 

მოკლეეედ, სააკა რამდენიმე ადმიანის თანდასწრებით  ზელენსკის დაჰპირებია 5,5 მილიარდს შემოვიტან უკრაინაში თუ ვიცე პრემიერად დამნიშნავოო! ისიც უთქვამს 1 მილიარდს ილხამ გეიდაროვიჩი მაძლევსო!

 

 

ზელენსკის მოუწვევია ყველა უწყების ხელმძღვანელი პირები და ეს ინფორმაცია მათთვისაც მიუწოდებია... წამომხტარა უკრაინის შ.ს.ს მინისტრი ავაქოვი და ,,აბა გაბედეთ და დანიშნეთ, ყველას დაგიჭერთ, ყველაზე მაქვს  უტყუარი კომპრომატები, რომელსაც სისხლის სამართლის საქმეებად ვაქცევო!

 

 

რადას დეპუტატებთანაც იყო სამუშაო სეხვედრა ამ თემაზე,სადაც 2  მოწინააღმდეგე ბანაკად   გაიყო  აზრი, მაგრამ ავაქოვის ,,კლანის დეპუტატებმა,,  ამ შეხვედრაზდეც სძლიეს სააკას მომხრე ჯგუფს და მეტიც , რამდენიმე დეპუტატისთვის მათი ,,ლევი,, საქმიანობის  ეპიზოდებიც შეუხსენებიათ....

 

 

კრება დარჩა მხიარული, იმიტომ რომ სააკას მომხრეებმა ჩაიკუკეს ცუდი, მათთვის არასახარბიელო  სცენარის მოლოდინში და მისი მომხრეების  ხმათა რაოდენობაც აქედან გამომდინარე გახდა სავალალო...

 

 

მთელი ეს პერიოდი, ავაქოვის ,,ბიჭები,, დეპუტატებს აცნობდნენ იმ კომპრომატებს, რომელთა  გამოც  კანონით მოუწევდათ პასუხისგება....

 

 

რაც შეეხება ზელენსკის....

 

 

ის საერთოდ არ დასწრებია დღევანდელ თავყრილობას.

 

 

ძიაკუიუ ყურადღებისთვის,“ - წერს ირინა გოგოსაშვილი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner