logo_geo
eng_logo
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 90 ათასს გადასცდა
- +

28 აპრილი. 2020. 15:26

 

 

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 411 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, რუსეთის ფედერაციაში COVID-19-ით ინფიცირების 93 558 შემთხვევაა დადასტურებული.

 

ოფიციალური ინფორმაციით, ინფიცირებულებიდან 867 ადამიანი გარდაიცვალა, 8 456 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

 

ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა ქვეყნის დედაქალაქ მოსკოვშია დაფიქსირებული - 3 075 ინფიცირებული. საერთო ჯამში, მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირების 48 426 შემთხვევაა დადასტურებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner