-
+
28 აპრილი. 2020. 15:26
ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 411 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, რუსეთის ფედერაციაში COVID-19-ით ინფიცირების 93 558 შემთხვევაა დადასტურებული.
ოფიციალური ინფორმაციით, ინფიცირებულებიდან 867 ადამიანი გარდაიცვალა, 8 456 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა ქვეყნის დედაქალაქ მოსკოვშია დაფიქსირებული - 3 075 ინფიცირებული. საერთო ჯამში, მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირების 48 426 შემთხვევაა დადასტურებული.