logo_geo
eng_logo
მაღაროელებსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა
- +

1 მარტი. 2016. 02:26


რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, "საქნახშირსა" და მაღაროელებს შორის შეთანხმება შედგა. ინფომრაციას ამის შესახებ, ტყიბულიდან 2030.news-ის ჟურნალისტი ავრცელებს.


შეთანხმების თანახმად, კომპანია სახელფასო ფონდს 5 პროცენტით გაზრდის, რაც უშუალოდ მაღაროში მომუშავე მუშათა ხელფასის 5-10 პროცენტით ზრდას გამოიწვევს.


შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. ტყიბულში მიმდინარე აქცია დაიშალა და მაღარო ხვალ, დღის მეორე ნახევარში მუშაობას განაგრძობს.


გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამსაქმებელი ეტაპობრივად დანერგავს და განახორციელებს შრომითი უსაფრთხოების კონკრეტულ ღონისძიებებს; გაფიცვის პერიოდში,  14-დან 29 თებერვლის ჩათვლით გაცდენილი სამუშაო დღეებიდან კომპანია აანაზღაურებს ნახევარ ხელფასს, ხოლო მეორე ნახევარი დასაქმებულს აუნაზღაურდება ანაზღაურებადი შვებულების ხარჯზე.


ამასან, დასაქმებულთა მიმართ არ გატარდება ადმინისტრაციულ-დისციპლინური სანქციები.


მოლაპარაკებებს ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარიაც ესწრებოდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner