logo_geo
eng_logo
ბათუმის მერი ლაშა კომახიძე: გილოცავთ ბათუმობას!
- +

28 აპრილი. 2020. 16:10

 

 

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ბათუმელებს ბათუმობას ულოცავს.

 

„დღეს, 28 აპრილს, ბათუმობაა.

 გილოცავთ! 

 

წელს უჩვეულოდ ვხვდებით ბათუმობას. ვირუსმა, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, თითოეული ჩვენგანის დღის წესრიგიც შეცვალა. წესით, დღეს ყველას ერთად უნდა გვეზეიმა ჩვენი საყვარელი ქალაქის დღე, ჩვენი ქუჩები უნდა ყოფილიყო ფერადი, სადღესასწაულოდ მორთული, სადაც, როგორც ყოველთვის, ჩვენი ბათუმელები და ქალაქის სტუმრები იმხიარულებდნენ.  მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს სხვა მოცემულობა გვაქვს. ამიტომ, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ეს ვირუსი მალე დასრულდეს.

 

მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, თუ როგორ ვგრძნობთ ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემას, ერთმანეთის  თანადგომასა და მხარდაჭერას. სწორედ ასეთი მიდგომებითა და დამოკიდებულებით ჩვენ ერთად დავამარცხებთ ამ უხილავ მტერს.

 

მინდა, ეს დღე განსაკუთრებულად მივულოცო იმ ადამიანებს, რომლებიც ნებისმიერი დღესასწაულისა, თუ ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობის დროს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას.

 

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, ლამაზ დღეებს და რაც მთავრია, მშვიდობით გადაგვეტანოს ეს რთული პერიოდი, რომელიც ჩვენ წინაშე დგას“, - აცხადებს ლაშა კომახიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner