ამერიკის საელჩო „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ USAID/Georgia საქართველოს დაეხმარება მოემზადოს ძლიერი ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის.
„აშშ-ის მთავრობის COVID-19-ის საპასუხო ქმედებების ფარგლებში USAID/Georgia ეხმარება საქართველოს მთავრობას, მოემზადოს ძლიერი ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის.
ამჟამად ტექინკურ დახმარებას ვუწევთ საქართველოს მთავრობას, რომ დავეხმაროთ COVID-ის შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაში. გეგმა ორიენტირებული იქნება დასაქმების გაზრდის შესაძლებლობებზე“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.