logo_geo
eng_logo
აშშ-ს საელჩო: საქართველო მოემზადოს ძლიერი ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის
- +

28 აპრილი. 2020. 16:55

 

 

ამერიკის საელჩო „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ USAID/Georgia საქართველოს დაეხმარება მოემზადოს ძლიერი ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის.

 

 

„აშშ-ის მთავრობის COVID-19-ის საპასუხო ქმედებების ფარგლებში USAID/Georgia ეხმარება საქართველოს მთავრობას, მოემზადოს ძლიერი ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის.

 

 

ამჟამად ტექინკურ დახმარებას ვუწევთ საქართველოს მთავრობას, რომ დავეხმაროთ COVID-ის შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაში. გეგმა ორიენტირებული იქნება დასაქმების გაზრდის შესაძლებლობებზე“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner