logo_geo
eng_logo
ვანში საკონტროლო გამშვები პუნქტები უქმდება
- +

28 აპრილი. 2020. 16:58

 

 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტში საკონტროლო გამშვები პუნქტები უქმდება. ამის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

 

 

შალამბერიძის თქმით, მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია კონტროლს სრულად შეესაბამება. შესაბამისად, საკონტროლო გამშვები პუნქტების საჭიროება აღარ დგას.

 

 

ცნობისთვის, ვანის მუნიციპალიტეტში ზომები 8 აპრილიდან გამკაცრდა. ე.წ. ვანის კლასტერიდან კი, ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner