logo_geo
eng_logo
მარტვილში ამბულატორიის ექიმებს ინვენტარი გადაეცათ
- +

28 აპრილი. 2020. 17:29

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა სამედიცინო ინვენტარი შეიძინა, კერძოდ: რესპირატორები, დისტანციური თერმომეტრები, მრავალჯერადი გამოყენების სათვალეები, ფარები, სამედიცინო ხალათები, ბახილები, ქუდები და დეზინფექციის ხსნარი.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მერის მოადგილესთან აკაკი ხუნწელიასთან ერთად, აღნიშნული ინვენტარი საზოგადოებრივ ჯანდაცვას და  სოფლის ექიმებს გადასცა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner