პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.
კობახიძე ამ განცხადებას გიორგი მარგველაშვილის გიგა ბოკერიასთან შეხვედრას უკავშირებს. მანანა კობახიძის განცხადებით, ჯერ უნდა გამოვლინდეს, იყო თუ არა დანაშაული და შემდეგ უნდა დაისაჯოს დამნაშავე.
„ბოკერიაპრეზიდენტის შეხვედრის შედეგია ეს განცხადება. ალბათ, ამ მიზნით იყო მისული ბატონი ბოკერია და გადაწყვეტილების გამოტანიდან მესამე დღეს, პრეზიდენტი აკეთებს ამ განცხადებას. პრეზიდენტის მითითებით, ბუნებრივია, ვერავინ დაისჯება", - განაცხადა მანანა კობახიძე.