logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ბოკერია-მარგველაშვილის შეხვედრის შედეგია ეს განცხადება
- +

17 ივნისი. 2016. 12:13


პარლამენტის ვიცე­სპიკერი მანანა კობახიძე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.



კობახიძე ამ განცხადებას გიორგი მარგველაშვილის გიგა ბოკერიასთან შეხვედრას უკავშირებს. მანანა კობახიძის განცხადებით, ჯერ უნდა გამოვლინდეს, იყო თუ არა დანაშაული და შემდეგ უნდა დაისაჯოს დამნაშავე.


 

ბოკერია­პრეზიდენტის შეხვედრის შედეგია ეს განცხადება. ალბათ, ამ მიზნით იყო მისული ბატონი ბოკერია და გადაწყვეტილების გამოტანიდან მესამე დღეს, პრეზიდენტი აკეთებს ამ განცხადებას. პრეზიდენტის მითითებით, ბუნებრივია, ვერავინ დაისჯება", - განაცხადა მანანა კობახიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner