logo_geo
eng_logo
გურამ გირგვლიანი: მერაბიშვილმა აღიარა, ჩემი ცოლი იყო დამნაშავეო
- +

28 აპრილი. 2020. 18:09

 

 

მოკლული სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი „პრაიმტაიმთან“ საუბარში ადასტურებს, რომ ვანო მერაბიშვილს, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, ნამდვილად სურდა თანამდებობის დატოვება, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს.

 

 

ცნობილი ამბავი იყო, რომ მართლა უნდოდა მერაბიშვილს თანამდებობა დაეტოვებინა, თუმცა დიდი როლი ითამაშეს ადეიშვილმა და ბოკერიამ, არაფრით არ დაატოვებინეს თანამდებობა.

 

 

ამდენი ხნის განმავლობაში რაც გვიკეთებია, ყველაფერი დაიმსხვრევაო, გადააფიქრებინეს. სააკაშვილი, ბურჯანაძეც იყო ჩართული, ბურჯანაძე ამბობდა აუცილებლად გადააყენეთო, თორემ ცუდი ამბავი მოყვებაო – აცხადებს გურამ გირგვლიანი

 

 

ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აეღო და გადამდგარიყო.

 

 

სასტიკად მოკლული გირგვლიანის მამა მიიჩნევს, რომ მერაბიშვილმა საკუთარი მეუღლის დანაშაული აღიარა.

 

 

„პირდაპირ დაადო ხელი, ჩემი ცოლი იყო დამნაშავეო. ამაზე მეტი რაღა უნდა იყოს, აღიარებული ამბავია. ყველამ იცის რომ მერაბიშვილის ცოლისგან მოდიოდა ყველაფერი აბსოლუტურად, თავიდან ბოლომდე. მაგრამ დააფარა ხელი თავის მეუღლეს, არ გაწირა და დღეს ფაქტიურად თქვა, ჩემი მეუღლის გამო მოხდა ყველაფერიო. ხომ ასე იყო, მაშინ დაეჭირა თავისი ცოლი, ყველაფერი გაირკვეოდა თავიდან ბოლომდე.

 

იმიტომ დაერღვა ოჯახს კომფორტი, რომ კარგად იყო თავისი ცოლი. კარგად დადიოდა, კარგად გულაობდა, კაი დროს ატარებდა, ყველამ იცის. რადგან თვითონ აღიარა თავისი ცოლის ამბავი, ეს მთავარი მომენტია ჩემთვის. მაშინ დაეჭირა ან დაიჭირონ ახლა და მორჩება ამით ყველაფერი”- განაცხადა გურამ გირგვლიანმა.

 

 

გუშინ, ყოფილმა შს მინისტრმა განაცხადა, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმემ მის ოჯახის კომფორტს ზიანი მიაყენა და საშუალების მიუხედავად, მან ეს დარტყმა არ შეამცირა.

 

 

გურამ გირგვლიანი საქმესთან დაკავშირებით, პატიმრობაში მყოფი ადამიანებისთვის შექმნილ კომფორტზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ დუმილის სანაცვლოდ 100 ათასი დოლარი დაურიგეს.

 

 

„კომფორტი ჰქონდათ პატიმრებს, შეუქმნეს ბაჩო ახალაიამ, მერაბიშვილმა, სააკაშვილმა, ყველაფერი გაუკეთეს. სამედიცინო დაწესებულება გადაუკეთეს, ოთახები მოუწყვეს ცალცალკე. შეჰქონდათ საჭმელები, სასმელები, ქალები და არაფერს აკლებდნენ.

 

 

ყველას დაურიგეს 100 ათასი დოლარი, რომ ხმა არ ამოეღოთ. ბიბილურიძე, ღაჭავა, ალანია, აფციაური. აქედან ორი კაცი გასულია ქვეყნიდან. დათა ახალაია ხომ საერთოდ გამქრალია, ალაინია ასევე. ბიბილური და აფციაური იყო, რომლებმაც სასამართლოზე აღიარეს ყველაფერი. სწორედ ამიტომ მისცეს მერაბიშვილს ამდენი წელი, მაგრამ სააკაშვილს მხოლოდ 3 წელი.“ – აცხადებს გურამ გირგვლიანი.

 

 

ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ საქმეში, რომელზეც ის გასამართლდა, ჩაწერეს, რომ პატიმრებს ციხეში კომფორტი შეუქმნა.

 

 

გურამ გირგვლიანი აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში, მთავარი დამნაშავე, ვანო მერაბიშვილის ცოლი თაკო სალაყაიაა.

 

 

„სანდროსთან დაკავშირებით მერაბიშვილი, ახალაია დასჯილები არიან, ეს თუ დასჯად ითვლება საერთოდ. მაგრამ ჩემთვის მთავარი დამნაშავე არის მერაბიშვილის მეუღლე, სალაყაია“ – განაცხადა გურამ გირგვლიანმა.

 

 

2006 წლის 27 იანვარს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ოქროყანის სასაფლაოზე გაიტაცეს. გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. გირგვლიანის მკვლელობის საქმე უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner