logo_geo
eng_logo
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ხელმძღვანელად დავით საყვარელიძის დანიშვნა ჩავარდა
- +

29 აპრილი. 2020. 10:19

 

 

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ხელმძღვანელად დავით საყვარელიძის დანიშვნა ჩავარდა. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

გამოცემის მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი იური ბუტუსოვი წერს:

 

„ამ თანამდებობაზე საყვარელიძის დანიშვნის სურვილი თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა. ამის შესახებ თანაპარტიელებს განუცხადა.  შემდეგ, ბევრმა საყვარელიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საყვარელიძეს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია“.

 

დავით საყვარელიძე 2008-2012 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ მუშაობდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ სიით პარლამენტში მოხვდა. 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და საქართველო დატოვა. 2015 წლის თებერვლიდან 2016 წლის მარტამდე საყვარელიძეს უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა ეკავა, რომელიც მაშინდელ გენპროკურორთან უთანხმოების გამო დატოვა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner