logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: არ ვაპირებ არავის ლანძღვას, არც დაპირისპირებას
- +

17 ივნისი. 2016. 12:40


„მე არ ვაპირებ არავის ლანძღვას, არც დაპირისპირებას. ჩემი მიზანი ეს არაა, ჩემი პრიორიტეტი საზღვრისპირა რეგიონების თემაა", - ამის შესახებ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს.


შიხიაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა გადაწყვიტა და აცხადებს, რომ მისი მთავარი საფიქრალი ამ ეტაპზე, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობაა.

 

„ძალიან ხშირად ისმის განცხადებები, რომ 10-15 ჰექტარი დავკარგეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ საუბრობს, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღარ დავკარგოთ ეს ტერიტორია და „შაგრენის ტყავივით" არ დაგვიპატარავდეს ჩვენი ქვეყანა. ან ვილანძღებით და ვყვირით, ან კიდევ ჩუმად ვართ და გულგრილად ვუყურებთ განვითარებულ მოვლენებს.

 

ჩემს პროექტს საზღვრისპირა რეგიონებში შეუძლია, რომ ქვეყანა, რომელიც ახლა, სამწუხაროდ, უკან მიდის, გააჩეროს, ჯებირად ექცეს და წინ წაიყვანოს. ჩვენ გვყავს სპეციალისტები, მეგობრები, გამოცდილი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, ეს გამოცდილება და ცოდნა არა მხოლოდ გაუზიარონ და ასწავლონ, არამედ ზედამხედველობა გაუწიონ იმას, რომ სწორად განვითარდეს ეს პროცესები", - აცხადებს შიხიაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner