logo_geo
eng_logo
ვალერი გელაშვილი უკრაინულ თოქ-შოუში: ჩემი თხოვნაა, კენჭისყრამდე ჩემს უკრაინელ კოლეგებს აჩვენონ კადრები, თუ როგორ გამოვიყურებოდი თავდასხმის შედეგად
- +

29 აპრილი. 2020. 12:26

 

 

„ჩემი თხოვნაა, კენჭისყრამდე ჩემს უკრაინელ კოლეგებს აჩვენონ ის კადრები თუ როგორ გამოვიყურებოდი თავდასხმის შედეგად, სასიკვდილოდ მიყენებული ტრავმებით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ვალერი გელაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია „112“-ის პოლიტიკურ თოქ-შოუ „პულსის“ ეთერში განაცხადა.

 

„უკრაინის ბოლო არჩევნებზე მისმა პარტიამ 0,4% მიიღო. ნუთუ შეიძლება ადამიანი, რომელმაც ხმების 0,4 პროცენტი მიიღო, უკრაინის ვიცე-პრემიერად დაინიშნოს!? რა თქმა უნდა, ეს უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი სურვილია, სააკაშვილი ქართველ სამართალდამცავ სტრუქტურებს გადმოეცეს, რათა მართლმსაჯულება აღსრულდეს, გაასამართლონ და მიუსაჯონ „დამსახურებების“ შესაბამისად“, - განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვალერი გელაშვილმა უკრაინელ კოლეგებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით წერილითაც მიმართა, სადაც აღნიშნავდა, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას, მათ უნდა იცოდნენ, ვის უყრიან კენჭს საკუთარი სამშობლოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner