-
+
29 აპრილი. 2020. 13:08
ბოლო 24 საათში რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით ინფიცირების 5 841 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, რუსეთში Covid-19-ით ინფიცირების 99 399 შემთხვევაა დადასტურებული.
ინფიცირებულებიდან 10 286 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 972 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ტრადიციულად, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ მოსკოვში დაფიქსირდა - 2220 ახალ0ნფიცირებული, სულ კი რუსეთის დედაქალაქში Covid-19 დაუდგინდა 50 646 პაციენტს. გარდაცვლილთა რაოდენობითაც მოსკოვი ლიდერია - 546 ადამიანი გარდაიცვალა.