logo_geo
eng_logo
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 100 ათასს მიაუხლოვდა
- +

29 აპრილი. 2020. 13:08

 

 

ბოლო 24 საათში რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით ინფიცირების 5 841 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, რუსეთში Covid-19-ით ინფიცირების  99 399 შემთხვევაა დადასტურებული.

 

ინფიცირებულებიდან 10 286 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 972 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

ტრადიციულად, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ მოსკოვში დაფიქსირდა - 2220 ახალ0ნფიცირებული, სულ კი რუსეთის დედაქალაქში Covid-19 დაუდგინდა 50 646 პაციენტს. გარდაცვლილთა რაოდენობითაც მოსკოვი ლიდერია - 546 ადამიანი გარდაიცვალა. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner