კასპის მუნიციპალიტეტის მერია, პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტებით დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს და მრავალშვილიან ოჯახებს.
COVID-19 ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი ხანდაზმული ადამიანები არიან. მათ შორის კი განსაკუთრებულად უჭირთ მოხუცებს, რომლებიც მარტო ცხოვრობენ და სოციალურად დაუცველობის გარდა, გადაადგილების და პროდუქტებით მომარაგების პრობლემები გააჩნიათ.
პროდუქტები მუნიციპალიტეტის მასშტაბით რიგდება - მათი კრიზისული პერიოდის დაძლევაში დასახმარებლად.