კასპის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთათვის აპრილის თვეში განკუთვნილი საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლეონიძემ პროდუქტების გაცემის პროცესი ადგილზე შეამოწმეს.
სასურსათო პაკეტები, კასპის მუნიციპალიტეტის 26 საბავშვო ბაღის 1568 აღსაზრდელმა მიიღო.
პროდუქტების გაცემის პროცედურა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.