საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში შესაძლოა, ბარიერიც ვერ გადალახოს.
„ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის ერთი, შეკრული ძალა. იცით, რა განცდა მაქვს, მთავარი ოპონენტი ის შეიძლება აღარ იყოს, რადგანაც მათ საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალები გამოეყვნენ. ეს არის იგივე „გირჩი", ვაშაძის ჯგუფი, ბურჭულაძის ჯგუფი, რომელიც, ასე ვთქვათ, ინტელიგენციას წაიყვანს მისკენ.
„ნაციონალურ მოძრაობას" შეიძლება ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდეს. ახალს ვერაფერს ვხედავ, გარდა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" შოკშია",- განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
კითხვაზე, ვინ იქნებიან ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერს გადალახავენ, ნიშნიანიძე აცხადებს, რომ ასეთ პარტიებს შორის იქნებიან: ბურჭულაძის პარტია, ბურჯანაძის პარტია, „პატრიოტთა ალიანსი", და „თავისუფალი დემოკრატები".