logo_geo
eng_logo
ვადიმ რაბინოვიჩი: სააკაშვილს საქართველოში რეფორმებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია
- +

29 აპრილი. 2020. 18:41

 

 

„მიხეილ სააკაშვილს საქართველოში რეფორმების განხორციელებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია“, - ამის შესახებ უკრაინული თოქ-შოუ „პულსის“ ეთერში პარტია „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ თანათავმჯდომარემ ვადიმ რაბინოვიჩმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოში რეფორმები კახა ბენდუქიძემ ჩაატარა, სააკაშვილის ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშვნა კი თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობას გააფუჭებს.

 

„საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც სააკაშვილს რეფორმებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ისინი კახა ბენდუქიძემ ჩაატარა. სააკაშვილი კი ოპოზიციას ჩაგრავდა, ხალხს კლავდა, ტელეკომპანიებს მფლობელებს ართმევდა, კერძოდ, „იმედი“ და ბევრი სხვა. როცა ხალხი აუჯანყდა, პოლიცია გამოიყვანა“, - ამბობს რაბინოვიჩი.

 

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტისგან, ვლადიმირ ზელენსკისგან ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე შეთავაზება მიიღო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner