მარტვილის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება.
სასურსათო ნობათი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს სახლში მიუტანეს.
სასურსათო პროდუქტების გადაცემის პროცესს, მონიტორინგს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა და მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია უწევენ.