logo_geo
eng_logo
რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებში - ბავშვებზე ზრუნვის მიმართულებით, განხორციელებული საქმიანობა!
- +

17 ივნისი. 2016. 13:24


„ციკლიდან: უნიათო მთავრობა! რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებში -ბავშვებზე ზრუნვის მიმართულებით, განხორციელებული საქმიანობა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა წერს და აქვე ვრცელ სიას აქვეყნებს:

 

„გულის თანდაყოლილი მანკის ოპერაცია, დაუფინანსდა 1851 ბავშვს...

 

ონკოლოგიური და ონკოჰემატოლოგიური მომსახურება საზღვარგარეთ დაუფინანსდა 179 ბავშვს...

 

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია დაუფინანსდა - 41 ბავშვს", - წერს ჯღარკავა.


აქვე ჟურნალისტი კიდევ ერთ სიას აქვეყნებს:

 

„შშმ ბავშვების ყოველთვიური პაკეტი გაიზარდა 100 - დან 160 ლარამდე...

 

ადრეული განვითარების პროგრამით, ყოველთვიურად სარგებლობს  515 ბავშვი...

 

ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით, ფინანსდება 5500 კურსი

 

60 ათას ორსულს - ორსულობის ადრეულ ვადაზე, უფასოდ მიეცემა ფოლიუმის მჟავა...

 

ორსულებს ანემიის სამკურნალოდ, უფასოდ მიეწოდებათ რკინის პრეპარატი...

 

6-23 თვის, 13 ათასამდე ბავშვი უფასოდ მიიღებს 15-კომპონენტიან ვიტამინების და მინერალების კვებით დანამატს..." - წერს ჯღარკავა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner