„ციკლიდან: უნიათო მთავრობა! რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებში -ბავშვებზე ზრუნვის მიმართულებით, განხორციელებული საქმიანობა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა წერს და აქვე ვრცელ სიას აქვეყნებს:
„გულის თანდაყოლილი მანკის ოპერაცია, დაუფინანსდა 1851 ბავშვს...
ონკოლოგიური და ონკოჰემატოლოგიური მომსახურება საზღვარგარეთ დაუფინანსდა 179 ბავშვს...
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია დაუფინანსდა - 41 ბავშვს", - წერს ჯღარკავა.
აქვე ჟურნალისტი კიდევ ერთ სიას აქვეყნებს:
„შშმ ბავშვების ყოველთვიური პაკეტი გაიზარდა 100 - დან 160 ლარამდე...
ადრეული განვითარების პროგრამით, ყოველთვიურად სარგებლობს 515 ბავშვი...
ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით, ფინანსდება 5500 კურსი
60 ათას ორსულს - ორსულობის ადრეულ ვადაზე, უფასოდ მიეცემა ფოლიუმის მჟავა...
ორსულებს ანემიის სამკურნალოდ, უფასოდ მიეწოდებათ რკინის პრეპარატი...
6-23 თვის, 13 ათასამდე ბავშვი უფასოდ მიიღებს 15-კომპონენტიან ვიტამინების და მინერალების კვებით დანამატს..." - წერს ჯღარკავა.