გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე აგრარული ბაზარი ხვალიდან მუშაობას განაახლებს. სავაჭრო დაწესებულებაში სრულადაა დაცული სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები. აგრარული ბაზარი შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, სურსათის ეროვნული სააგნტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. გაეცვნენ ბაზარში არსებულ სიტუაციას, თუ რამდენად მომზადებული ხვდება ფერმერებისა და მომხმარებლებს.
ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია, ჩOVID 19-ით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად უზრუნველყოს მომხმარებელთა ნაკადის დაცვა, რისთვისაც სავაჭრო ობიექტის შესასვლელი და გასასვლელი გაიმიჯნა შესაბამისი ნიშნების მითითებით. ასევე, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის დეზინფექცია უნდა განხორციელდეს ინტენსიურად, ბაზრის ფინქციონირების გსნახლების შემდეგ, ტერიტორიაზე მყიდველები პირბადის და ერთჯერადი ხელთათმანის გარეშე არ დაიშვებიან. დადგენილი წესების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, 27 აპრილიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარულ ბაზრებს სამუშაოს განახლების უფლება მიეცათ. თუმცა, მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.
დაინტერესებული პირებისთვის მუშაობს აგრარული ბაზრის ცხელი ხაზი - 551 19 18 58