„რავა ჩვენი მოსაწონი მთავრობა არ მოვიდა, კაცო?!" - წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში.
„პენსია რომ 100 ლარიდან 180 ლარამდე გაიზარდა, არ მოგვწონს; 6 თვის სამყოფი მედიკამენტები რომ უფასოდ გაიცემა პენსიონერებზე, არ მოგვწონს; საყოველთაო დაზღვევა რომ გვაქვს, არ მოგვწონს; სასწრაფო დახმარება უფასო რომ გახდა, არ მოგვწონს; ზამთარში ქუჩაში რომ იყინებოდნენ უპატრონო და უსახლკარო ადამიანები და თავშესაფარი აშენდა, არ მოგვწონს; სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლები აშენდა, არ მოგვწონს; ლტოლვილებს რომ სახლები აუშენდა და შეასახლეს, არ მოგვწონს; მშენებლობები რომ იმატებს, არ მოგვწონს; პოლიცია რომ „დუბინკებით" არ გვისწორდება, არ მოგვწონს; ენა რომ გვაქვს წატლეკილი და უკადრებელსაც კი ვაკადრებთ მთავრობას და ერთმანეთს, არც ეს მოგვწონს. ყველას რომ უნდა პირველკაცობა და ყველა რომ მინისტრობას ვიმსახურებთ თურმე, ეს მოგვწონს! ჯოჯოხეთიდა რომ ამოგვათრიეს, არც ეს მოგვწონს... რავა ჩვენი მოსაწონი მთავრობა არ მოვიდა, კაცო?!" - წერს ჯღარკავა.