logo_geo
eng_logo
პერ ეკლუნდი: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმება დაგვიანებული მოთხოვნა იყო
- +

17 ივნისი. 2016. 13:42



NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წევრი პერ ეკლუნდი აცხადებს, რომ 2016 წლის საპრლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმება დაგვიანებული მოთხოვნა იყო. მისივე თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ მაჟორიტარული ოლქების საზღვრები დარღვევით გადაისინჯა და NDI-ის რეკომენდაციაა, გადაიხედოს ის ზომები, რის მიხედვითაც ოლქები გადანაწილდა.

 

გარდა ამისა, პარლამენტმა უნდა შექმნას კომისია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ პროცესების მონიტორინგზე. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, რომ გაუქმებულიყო მაჟორიტარული სისტემა. ამ ეტაპზე ეს ნამდვილად დაგვიანებული საკითხია და მომავალში უნდა განხორციელდეს. შესაბისად, რეკომენდაცია იქნება, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე იმსჯელებს და არჩევნების შემდეგ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ძალიან დაკვირვებით. სამომავლოდ ვთავაზობთ, რომ განხილული იყოს კანონი სავალდებულო კვოტების შემოღებასთან დაკავშირებით, ეს ეხება ქალთა რაოდენობას პარლამენტში, რადგან არ არის დაცული გენდერული საკითხი", - განაცხადა პერ ეკლუნდმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner