logo_geo
eng_logo
პოლიციამ მეუღლის მიმართ ძალადობისა და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავა
- +

30 აპრილი. 2020. 10:14

 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული თ.თ. ბათუმში დააკავეს. მას ბრალი ოჯახში ძალადობასა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში ედება.

 

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა არ შეასრულა იმ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც სამართალდამცველებმა მის მიერ ცოლის - 1981 წელს დაბადებულ ნ.თ.-ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოსცეს. აგრეთვე, ბრალდებულმა მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის I ნაწილით და 111-3811 მუხლის  I ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner