logo_geo
eng_logo
“ძირითადი ელემენტები, რაც დამახასიათებელია სამართლიანი არჩევნების პროცესისთვის, ნამდვილად სახეზეა”
- +

17 ივნისი. 2016. 13:43


NDI-ის დელეგაციის დასკვნის შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მთავარი და ძირითადი ელემენტები, რაც დამახასიათებელია სამართლიანი არჩევნების პროცესისთვის, საქართველოში ნამდვილად სახეზეა.



NDI- ის რეგიონულმა დირექტორ ლორა ჯუიტის განმარტებით, როგორც ჯუდითმა განმარტა, NDI-ის მისია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე წინასაარჩევნო გარემოს კვლევას ახორციელებს და მათი მიზანია, გაანალიზონ ფაქტები, რომლებმაც შეიძლება გარკვეული ზეგავლენა მოახდინონ პროცესის სწორ მიმდინარეობაზე. 



როგორც მან აღნიშნა, NDI-იმ ასევე შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პროცესის ნდობის ამაღლებას. 



"მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ დელეგაციის დასკვნის შესაბამისად, ის მთავარი და ძირითადი ელემენტები, რომელიც დამახასიათებელია სამართლიანი არჩევნების პროცესისთვის, ნამდვილად სახეზეა, მაგრამ იმისათვის, რომ შენარჩუნებული იყოს მისაღები წინასაარჩევნო გარემო, მთავრობამ და ასევე არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა შესაბამისი ძალისხმევა უნდა წარმართონ, რომ ეს ყველაფერი იყოს მისაღები ჩარჩოების ფარგლებში. არჩევნების სამართლიანობა და შედეგების მისაღებობა ნამდვილად დამოკიდებულია სამი ძირითადი გამოწვევის დაძლევაზე. ესენია: აღმოფხვრილი უნდა იყოს ძალადობის და დაშინების შესაძლებლობა; ასევე უნდა იყოს დაძლეული ის შესაძლებელი მოლოდინი, რომ გარკვეულწილად მიკერძოებული წესით იქნება კანონმდებლობის მისადაგება; ასევე დაძლეული იქნას აღქმა იმის თაობაზე, რომ გარკვეულმა პირებმა შეიძლება კულისებს მიღმა გავლენა მოახდინონ ამ პროცესებზე", - განაცხადა ლორა ჯუიტმა




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner