logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ვიზიტი დროული იყო
- +

17 ივნისი. 2016. 14:17


საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ვიზა-ლიბერალიზაციის მიღებაზე და პრემიერ-მინისტ გიორგი კვირიკაშვილის გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა. ძიძიგურის განცხადებით, ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საკითხის გადაწევა უკავშირდება ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემუშავებას. ძიძიგურმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში იყო დროული და აღნიშნულ პროცესს სასიკეთოდ წარადგება. 


„პრემიერ-მინისტრგიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი გერმანიაში იყო სწორი და დროული. გერმანია არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქვეყანა ევროკავშირის ქვეყნებს შორის. მერკელის განცხადება, სადაც  პირდაპირ აფიქსირებს, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის დაჩქარებას მიესალმება, არის საქართველოს ინტერესების სრული მხარდაჭერა.

პრემიერ-მინისტრის ჩასვლა იყო იმ კონტექსტში, რომ არ არის საჭირო, საქართველო განიხილონ უკრაინასთან ან თურქეთთან ერთად, რომლებსაც სხვა პრობლემები აქვთ. საქართველო გაცილებით უფრო მომზადებულია ვიზა-ლიბერალიზაციის მისაღებად, ვიდრე სხვა დანარჩენი სახელმწიფოები, რომელზედაც ასევე მიდის საუბარი ევროკავშირის პოლიტიკურ ორგანოში.

არავითარი შიდა პროცესები მის შეფერხებას არ იწვევს. საქართველოს ჰქონდა დავალება, რომელიც  ბოლომდე შეასრულა. ევროპის სახელმწიფოები ფიქრობენ, რომ უნდა ჰქონდეთ   ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი. ამის შემუშავების პროცესს უკავშირდება ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის გადაწევა",- განაცხადა ძიძიგურმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner