logo_geo
eng_logo
გიორგი მათიაშვილი: თავდაცვის ძალების ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილია უსაფრთხოების ყველა ღონისძიებით
- +

30 აპრილი. 2020. 17:41

 

 

“თავდაცვის ძალების ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილია უსაფრთხოების ყველა ღონისძიებით. ვირუსის გავრცელების დღიდანვე, სამინისტროს ყველა ობიექტზე განხორციელდა შესაბამისი ღონისძიებები; დარიგდა აღჭურვილობა და სადეზინფექციო ხსნარები, - ამის შესახებ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გიორგი მათიაშვილმა „პოლიტიკურ პოსტთან“ საუბრისას განაცხადა.

 

 

„ჩვენ დახვეწილი და შესაბამისი ინსტრუქციები გაგვაჩნია მსგავს სიტუაციებში მოქმედებისთვის. ვირუსის გავრცელებისთანავე, მოეწყო საიზოლაციო ადგილები საკონტროლო პუნქტებზე, სიმპტომატიკის გამოკითხვა, სადეზინფექციო ღონისძიებების ჩატარება ყაზარმებში. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს შესაბამისად მომზადებული შემადგენლობა“ - განაცხადა გიორგი მათიაშვილმა.

 

 

საქართველოში ამ დროისთვის 81 საკონტროლო-გამშვები პუნქტია მოწყობილი. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები აკონტროლებენ გადაადგილებას, ატარებენ თერმოსკრინინგს და ავტოტექნიკის დეზინფექციას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner