logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: მეამაყება, რომ ასეთი ერის შვილი ვარ!
- +

17 ივნისი. 2016. 14:18


ქართველობის დამმარცხებელი ძალა არ არსებობს!" - წერს პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში.



თქვენ გენაცვალეთ, ქართველებო (ცრემლები მომდის)! მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ფინანსური რესურსი არ გაგვაჩნია (იმდენად გვიჭირს, რომ ბლანკებს ვერ ვამრავლებთ ქსეროქსზე), მიუხედავად იმისა, რომ სატანის მოციქულები, ძალიან დიდი ფული, უცხოური ორგანიზაციები, ქართველი მოღალატეები, გაყიდული ტელევიზიები ჩვენს წინააღმდეგაა მომართული, მაინც არ წყდება ქართველი პატრიოტების რიგი, რომლებიც ენთუზიაზმით, ანთებული გულით, ქრისტიანული სიყვარულით მზად არიან, შეაგროვონ ხელმოწერები და დაასამარონ ქართველთა მტრების ოცნება, აკრძალონ სოდომ-გომორის ცოდვა, არ მისცენ საშუალება მანქურთებს, ოდესმე დააკანონონ მამაკაცის მამაკაცზე დაქორწინება. განსაკუთრებული მადლობა ქართველ ემიგრანტებს, ჩვენს ოქროს ფონდს, პატრიოტებს, რომელთა ზარებიც არ წყდება და მზად არიან, საკუთარი რესურსებით შეაგროვონ ხელმოწერები. უდიდესი მადლობა ყველა პატრიოტულ საინფორმაციო საშუალებას... საოცარი სანახავია, როდესაც უიარაღო ქართველთა ლაშქარი ამარცხებს კბილებამდე შეიარაღებულ მტერს. დღეს თითოეული თქვენგანი ქართველთა ლაშქრის მხედრები ხართ და მეამაყება, რომ ასეთი ერის შვილი ვარ. ყოველივეს შემხედვარეს დიდი დავითის სიტყვები მახსენდება დიდგორის წინ: „ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა აღვსდეგით და აღვემართენით"!!! ქართველობის დამმარცხებელი ძალა არ არსებობს!!! ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ წმინდა საქმეში!" - წერს ბრეგაძე „facebook"-ზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner