სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა ზუგდიდში მცხოვრებ ბეჭვაიების 14-სულიან ოჯახს ხელფასიდან 500 ლარი აჩუქა, ბეჭვაიებს 11 შვილი ჰყავთ, მათ ზუგდიდის მერიისგან დღეს სასურსათო მარაგიც მიიღეს.
„ამ პერიოდში არაერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს ვეხმარებით, მხოლოდ ზუგდიდში 8 ათასამდე ოჯახმა მიიღო დახმარება, მე პირადად, გადავწყვიტე, ჩემი ხელფასიდან გარკვეული თანხა გადავცე ბეჭვაიების 11-შვილიან ოჯახს. მათ მიიღეს სასურსათო ნობათი მერიისგან. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ყველა ოჯახს ვისაც, ამ რთულ პერიოდში ამის საჭიროება აქვს“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.
ზუგდიდის მერია მრავალშვილიან ოჯახებისთვის სახვადასხვა სოციალურ პროგრამებს ახორციელებს. ბეჭვაიები მუნიციპალიტეტისგან მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით სარგებლობენ, ასევე ჩართული არიან უფასო სასადილოს ყოველდღიურ მომსახურებაში.
„COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა გააფართოვა სოციალური მიმართულება. უკვე 8 ათასამდე ოჯახმა მიიღო სასურსათო პაკეტი, ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურად საქმიანობას. თითოეული მოქალაქე იგრძნობს ძალიან აქტიურ მხარდაჭერას“, - განაცხადა ზუგდიდის მერის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ.