ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ კულტურა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა.
„მხიბლავენ კულტურული ადამიანები, მაგრამ ზოგიერთის კულტურულობა უფრო მეტად. მაგალითად, ამ ფოტოგრაფის, რომლის მიბაძვა მეც გამიჭირდებოდა.
ამ შესანიშნავ კადრზე, რომელსაც ქრისტი პაპიაშვილი ავრცელებს, არ ვიცი, ვინ და სად არის, მაგრამ ვიცი, ამ კაცის საქციელი სამაგალითოა. კულტურა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა", - წერს გოგა ჩანადირი.