logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ გამყრელიძე: ერთადერთი პრეპარატი, რასაც ვიღებდი, ეს იყო “პლაქველინი”
- +

30 აპრილი. 2020. 21:12

 

 

ნიკოლოზ გამყრელიძე, რომელმაც კორონა ვირუსი დაამარცხა, გადაცემა “რეაქციის” ეთერში სტუმრობისას მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ერთადერთი პრაპარატი, რასაც  იღებდა, ეს იყო “პლაქველინი” – მედიკამენტი,  რასაც საზოგადოების ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს.

 

მისი თქმით, წამლის მიღებიდან მე-5 დღეს უკვე შეუნელდა მშრალი ხველა. გამყრელიძე დასძენს, რომ შესაძლოა ეს იყო პლაცებოს ეფექტიც, თუმცა ფაქტია, რომ წამალმა შედეგი გამოიღო და გვერდითი ეფექტიც არ ჰქონია.

 

ნიკოლოზ გამყრელიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც კორონა ვირუსი, ქვეყანაში გავრცელებიდან მალევე დაუდასტურდა, ის საკუთარ სამსახურში, მისივე თანამშრომლისგან დაინფიცირდა და 26 დღის განმავლობაში გაიარა სრული მკურნალობა და თვითიზოლაციის პერიოდი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner