ნიკოლოზ გამყრელიძე, რომელმაც კორონა ვირუსი დაამარცხა, გადაცემა “რეაქციის” ეთერში სტუმრობისას მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ერთადერთი პრაპარატი, რასაც იღებდა, ეს იყო “პლაქველინი” – მედიკამენტი, რასაც საზოგადოების ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს.
მისი თქმით, წამლის მიღებიდან მე-5 დღეს უკვე შეუნელდა მშრალი ხველა. გამყრელიძე დასძენს, რომ შესაძლოა ეს იყო პლაცებოს ეფექტიც, თუმცა ფაქტია, რომ წამალმა შედეგი გამოიღო და გვერდითი ეფექტიც არ ჰქონია.
ნიკოლოზ გამყრელიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც კორონა ვირუსი, ქვეყანაში გავრცელებიდან მალევე დაუდასტურდა, ის საკუთარ სამსახურში, მისივე თანამშრომლისგან დაინფიცირდა და 26 დღის განმავლობაში გაიარა სრული მკურნალობა და თვითიზოლაციის პერიოდი.