რუსული მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხეილ მიშუსტინს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.
„ახლახან ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსზე ჩაბარებულმა ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენეს“, - განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინთან ვიდეოკონფერენციის დროს.