logo_geo
eng_logo
ტყიბულელმა მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს
- +

1 მარტი. 2016. 02:38


ტყიბულელმა მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს. მოლაპარაკების შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომ საქნახშირის საერთო სახელფასო ფონდი 5 პროცენტამდე, თუმცა მაღაროელებს და მაღალი რისკის შემცველ სამუშაოებზე დასაქმებულებს 5%-ზე მეტით გაეზრდებათ.


შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობით მიაღწიეს.

როგორც ცნობილია, ბიზნესომბუდსმენი, გიორგი გახარია ტყიბულში პრემიერის დავალებით ჩავიდა. ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, ტყიბულის მაღაროში საწარმოო პროცესი სრულად უნდა აღდგეს არაუგვიანეს, პირველი მარტის, 12:00 საათისა.


მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამსაქმებელი ეტაპობრივად დანერგავს და განახროციელებს შრომითი უსაფრთხოების კონკრეტულ ღონისძიებებს, ასევე გაფიცვის პერიოდში -2016 წლის 14-დან 29 თებერვლის ჩათვლით გაცდენილი სამუშაო დღეებიდან კომპანია აანაზღაურებს ნახევარ ხელფასს, ხოლო მეორე ნახევარი დასაქმებულს აუნაზღაურდება გამოუყენებელი/გამოსაყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ხარჯზე.


ხელშეკრულების თანახმად, შექმნილი მდგომარეობის გამო დასაქმებულთა მიმართ არ იქნება გატარებული ადმინისტრაციული/დისციპლინური 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner