logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ გამყრელიძე: დიდი სტრესი ჰქონდა... აღიქვამდა, რომ ეს მის გამო მოხდა
- +

1 მაისი. 2020. 10:10

 

"გეფას" დირექტორი, რომელსაც კორონავირუსი ორი თვის წინ დაუდასტურდა, კვლავ ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს და "პისიარ ტესტზე" მისი პასუხი სუსტად დადებითი ამოდის.

 

 

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის შვილმა ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა, რომელიც სწორედ "გეფას" დირექტორისგან დაინფიცირდა.

 

 

"ძალიან განიცდიდა ისიც ამ ყველაფერს. როგორც ვიცი, მასთან ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, უბრალოდ ტესტზე ამოდის სუსტად დადებით პასუხი, თითქმის ორი თვეა ასეა.

 

 

საკმაოდ დიდი სტრესი ჰქონდა რადგან აღიქვამდა, რომ ეს მის გამო მოხდა. დანაშაულის განცდა ჰქონდა, თუმცა მანაც არ იცოდა, რომ ის იყო დაინფიცირებული" - აღნიშნა გამყრელიძემ "ტვ პირველის" ეთერში.

 

 

ცნობისთვის, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდასტურდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის "გეფას" დირექტორისგან დაინფიცირდა. გამყრელიძემ ინფექციური საავადმყოფო 26 დღიანი მკურნალობის შემდეგ დატოვა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner