logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის უფროსმა მეწარმეებთან შეხვედრაზე ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ შეღავათებზე ისაუბრა
- +

1 მაისი. 2020. 12:22

 

 

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ,  შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა და მომსახურების დეპარტმენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,  მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

 

 

მხარეებმა ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული კომპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ ისაუბრეს და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი ეკონომიკური პროექტები განიხილეს. შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართევლოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისა და შემდგომ ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით არის გადადგმული.

 

 

მისი თქმით, ამ კრიზისულ და პანდემიასთან ბრძოლის პირობებში მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს მიზნობრივი სოციალური დახმარება, ხოლო საშემოსავლო გადასახადის გადახდის სუბსიდირების კუთხით,  მეწარმეებს მივცეთ შესაძლებლობა შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები.

 

 

,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, რათა კრიზისის პირობებში,  ჩვენმა მოქალაქეებმა  შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და  შემოსავალი, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერა კი ქვეყნის განვითარების განმსაზღვრელი კომპონენტია, ‘’- აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ.

 

 

მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ, შეხვედრის მონაწილეებს, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა.

 

 

შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner