logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის ბრალეულობა დაადასტურა
- +

17 ივნისი. 2016. 14:37


საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. ძიძიგურის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს არ გამოუტანია გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეჭვქვეშ დააყენებს. ასევე ძიძიგურმა აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი დაკავების პერიოდში იყო ხარვეზები, რომელიც უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავის პასუხისგების საკითხი დადგეს. 

 

„ნაციონალების" ადგილას რომ ვიყო, ჩუმად ვიქნებოდი. ისინი აცხადებენ, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია და ტყუილად ზის ციხეში. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ წინასწარი პატიმრობის პერიოდში იყო ხარვეზები, მაგრამ არ უთქვამს, რომ ბრალდებები არასწორად აქვს წაყენებული ან სასჯელის ზომა  არასწორია.

სტრასბურგის სასამართლოს არ გამოუტანია გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეჭვქვეშ დააყენებს. პირიქით, მან დაადასტურა ვანო მერაბიშვილის ბრალეულობა. ხარვეზებზე  გამოძიება უნდა ჩატარდეს. თუ ვინმემ ვანო მერაბიშვილის მიმართებაში გადაცდომა გააკეთა წინასწარი დაკავების პერიოდში, კანონის შესაბამისად იქნება დასჯილი",- განაცხადა ძიძიგურმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner