logo_geo
eng_logo
ნიუ-იორკში მდებარე ქართულ-ამერიკული კომპანია EK Law Office PLLC - არცერთი წაგებული პროცესი 7 თვის მანძილზე!
- +

1 მაისი. 2020. 14:14

 

 

 

2019 წლის 15 ივნისიდან, ნიუ-იორკში ახალი ქართულ-ამერიკული იურიდიული კომპანია EK Law Office PLLC ოპერირებს, რომელიც მომხმარებელს ბიზნესსა და საიმიგრაციო სამართალთან დაკავშირებულ სერვისებს სთავაზობს.

 

 

EK Law Office PLLC საქმიანობას პანდემიის პერიოდშიც განაგრძობს და სასამართლო პროცესებს ონლაინ რეჟიმში წარმართავს. ამ ეტაპზე მათ უკვე 20-მდე ქართველი დიასახლისი დაიხსნეს საიმიგრაციო ციხიდან და მწვანე ბარათების საშუალებით შრომითი უფლებები აღუდგინეს.  კომპანიმ ასევე არაერთ კორპორატიულ  და სახელშეკრულებო დავაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აგრეთვე წარმატებით დასრულდა.

 

 

ქართულ-ამერიკული კომპანია ნიუ-იორკში, პროფესიულ იურიდიულ მომსახურებას მეწარმეებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისათვის უზრუნველყოფს.

 

 

მომსახურების სფეროები მოიცავს როგორც საიმიგრაციო კანონმდებლობასთან, ასევე მცირე და საშუალო ამერიკულ/ქართულ, თუ ბიზნესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

 

 

„საიმიგრაციო სფეროში ჩვენი იურიდიული მომსახურება, სხვადასხვა საფუძვლებით თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურების ყველა ეტაპზე ვრცელდება. იურიდიულ მომსახურებას ვთავაზობთ, მათ შორის, პატიმრობაში მყოფ ქართველებსა და სხვა მოქალაქეებს, რომლებიც გირაოს საფუძველზე, ან ‘პაროლი’-თ გათავისუფლებას, მათი საემიგრაციო განაცხადის განხილვის პერიოდში ითხოვენ. მომსახურებას ვუწევთ, ასევე ტეხასისა და ლუიზიანას საემიგრაციო დაკავების ცენტრებში პატიმრობაში მყოფ პირებს”, -  განაცხადა ეკატერინე ეგუტიამ .

 

 

შეგახსენებთ, რომ EK Law Office, ნიუ-იორკში, ორი ქართველის მიერ დაფუძნებული კომპანიაა.

 

 

ეკატერინე ეგუტია - ჰარვარდის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული, ნიუ-იორკში ლიცენზირებული იურისტი.

 

 

ნინო კობახიძე, ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, Geo Hospitals • ჯეო ჰოსპიტალსი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და სადაზღვეო კომპანია Benefits • ბენეფიტსი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

 

 

EK Law Office PLLC მომსახურების მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდენ მათ შემდეგ მისამართზე - 405 Lexington Avenue, 8th Floor, New York, New York ან მიმართონ მათ იმეილის

 

 

 info@ek-lawoffice.com  ოფიციალური ვებ-გვერდის  http://ek-lawoffice.com   ან ტელეფონის საშუალებით Call +1 646-402-2219

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner